ვარჯიშები თვალებისათვის

პირველი ვარჯიშები მხედველოვის შესანარჩუნებლად შექმნილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე. იოგა ითვალისწინებს როგორც სხეულის, ასევე თვალების სხვადასხვა კომპლექსს. თვალებს ვარჯიშთან ერთად სრულყოფილი დასვენება ესაჭირებოდა .

ინფორმაციის ნაკადი, რომელსაც ჩვენ ვშთანთქავთ მთელი დღის განმავლობაში საჭიროებს თვალების მუდმივ დაძაბვას. ბუნებრივია, ისინი იღლებიან. სწორედ გადაძაბვის გამო წარმოიქმნება პრობლემები. ადამიანს 100%-იანი მხედველობითაც ესჭირდება თვალების დასვენება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაძაბული სამუშაოს შემდეგ ვლინდება სიმპტომები თვალების სიმშრალე, სიწითლე, მხედველობის გაუარესება შორს. არაფერს ვიტყვი, თუ უკვე არის მხედველობის დაქვეითება და მას სათვალეებით ან ლინზებით აკორეგირებთ.

ვარჯიშები და რელაქსაცია თვალებისათვის ( იოგის კომპლექსი და ვარჯიშები მოწოდებული უ. ბეიტსის და მ. კობერტის მიერ) არ მოითხოვს დიდ დროს. თუმცა… ყველაფერი გენიალური მარტივია და რთულია ამავდროულად. ამიტომაც  ყურადღებით წაიკითხეთ ეს რეკომენდაციები. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს: თვალების ჰარეოვანი და  ნელი მოძრაობა, სუნთქვის გაკონტროლება.

პირველი- დასვენება

“პალმინგი”

Пальминг

დამჯდარ მდგომარებაში მიიფარეთ თვალებზე ხელის გულები ნაზად, თითები განთავსდება შუბლზე. დარწმუნდით რომ შუქი არ შემოდის და მხოლოდ ამის შემდეგ დახუჭეთ თვალები. შედეგად, თვალები დახუჭულია და დაფარულია ხელის გულებით.

იდაყვები დაყრდნობილია მაგიდაზე. მნიშვნელოვანია, რომ კისერი და ხერხემალი იყოს ერთ ხაზზე. მოადუნეთ სხეული, ხელები, ზურგი, ყელი და ისუნთქეთ მშვიდად.

ახლა გაიხსენეთ ის რაც განიჭებთ სიამოვნებას. როგორ ისვენებდით ზღვაზე, როგორ აღნიშნეთ დაბადების დღე, ვარსკვლავოვანი ცა… ეს შესაძლებელია გააკეთოთ მუსიკის ქვეშ. გააზრებულად მოადუნოთ თვალები ძალიან რთულია ( გაიხსენეთ, გულის გაკონტროლებაც არ შეგვიძლია). ამიტომ სულაც არ არის აუცილებელი ვაკონტროლოთ ჩვენი მდგომარეობა- ეს უფრო აფუჭებს შედეგს. იფიქრეთ სასიამოვნო რაღაცეებზე.

ეს ყველაფერი შეიძლება გააკეთოთ სამსახურშიც. მოიწყვეთ 10-15 წამიანი შესვენება. თვალები მოასწრებენ დასვენებას. თუმცა სასურველია ამას დაუთმოთ 1-2 წუთი მაინც.

ამ ვარჯიშის განხორციელების შემდეგ( მით უმეტეს თუ 1-2 წუთი გაგრძელდა) ხელის გულები მოიცილეთ, თვალები მიეჩვიონ შუქს და მხოლოდ შემდეგ გააღეთ ქუთუთოები.

“ხატვა ცხვირით”

Письмо носом

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ ვარჯიშით უნდა მოადუნოთ თვალების და კისრის კუნთები. დაძაბულობა კისრის მიდამოში აფერხებს სისხლმომარაგებას თვალში.

ვარჯიში შეგვიძლია შეასრულოთ დამდგარი, დაწოლილი, თუმცა უმჯობესია დამჯდარი. მოდუნდით. დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ, რომ ცხვირის წვერი არის ფანქარი, რომლითაც შეგძლიათ წეროთ ( თვალები არ დაძაბოთ). ეხლა წერეთ (ან ხატეტ) ჰაერში თქვენი ფანქრით  სხვადასხვა ასოები, სახელები: საყვარელი ადამიანის, მეგობრების, ქალაქების, ქვეყნების. დახატეთ სახლი, რგოლები, სამკუთხედი. ცხვირით მოხაზეთ პატარა ტრაექტორიები და თქვენი თავის მოძრაობა პრაქტიკულად არ იქნება შესამჩნევი. ეს უფრო სამსახურში ან ტრანსპორტში გამოგადგებათ, რათა თანამშრომლებს არ  დაებადოთ ზედმეტი კითხვები თქვენი თავის მოძრაობასთან დაკავშირებით.

 

“თითებს მიღმა”

Сквозь пальцы

 

 

 

 

 

 

 

 

 

თვალების მოდუნება მიიღწევა როცა თქვენ არაკონცენტრირებულად უყურებთ ერთ რაიმე საგანს. დაძაბულობის მოსახსნელად რეკომენდირებულია ეს სავარჯიშო. იგი შეგიძლიათ შეასრულოთ დამჯდარი, დამდგარი ან დაწოლილი.

მოხარეთ ხელები იდაყვებში, გაშალეთ თითები და განათავსეთ თვალებიდან 10-12სმ-ის დაშორებით. გაიხედეთ თითებს მიღმა ისე რომ არ დააფიქსიროთ მზერა არაფერზე კონკრეტულად. დახარეთ თავი ხან მარცხნივ ხან მარჯვნივ. თუ ყველაფერს სწორად აკეთებთ თქვენ უნდა გეჩვენებოდეთ რომ ხელები მოძრაობენ.

გააკეთეთ ეს თავის გადახრა სამჯერ გახელილი და სამჯერ დახუჭული თვალებით. ისუნთქეთ მშვიდად.

დილის კომპლექსი

მათთვის ვისაც დილით თვალების გახელა არ ძალუძს ეს კომპლექსი მოუტანს შველას. თუ თქვენ მოახერხებთ რომ დღის განმავლობაში რამოდენჯერმე გააკეეთებთ “პალმინგს” და “წერას ცხვირით”, იგრძნობთ რომ თვალები ისე აღარ იღლებიან როგორც ადრე. შეიძლება ვარჯიშის გაკეთება საღამოს.

დავუბრუნდეთ დილას:

კარგად გაიზმორეთ, გადაბრუნდით რამოდენიმეჯერ მარჯვნივ და მარცხნივ და ამასთან ისუნთქეთ ღრმად და მშვიდად.

  1. რამოდენიმეჯერ ფართოდ გაახილეთ თვალები და პირი.
  2. 6-ჯერ მაგრად მოჭუტეთ თვალები და 12-ჯერ დაახამხამეთ.
  3. გააკეთეთ სავარჯიშო “წერა ცხვირით”.
  4. გააკეთეთ სავარჯიშო წარბებისათვის( აღწერა მოყვანილია ქვემოთ).
  5. გააკეთეთ თვალების მოძრაობები.
  6. გააკეთეთ “პალმინგი”.

თოთოეული ვარჯიში უნდა იკავებდეს 1-2წუთს.

ვარჯიში წარბებისათვის

დილით ალბათ ბევრს ჰქონია სურვილი ეთქვა: “გამხელინეთ თვალები!” დროდადრო ქუთუთოები ხდება უფრო და უფრო მძიმე. წარბების ვარჯიში თვალებს აშორებს  ზეწოლას.

აზიდეთ წარბები მაქსიმალურად ზემოთ და დააკვირდით შეგრძნებას ყურის ზედა ნაწილში. ამ სავარჯიშოს გაკეთება უცებ არ ძალუძს ყველას.მაგრამ იქონიეთ მოთმინება და მოუსმინეთ საკუთარ თავს. წარბების აზიდვა გაიმეორეთ რამდენიმეჯერ.

მთავარი კომპლექსი

იოგა თვლის, რომ თუ ამ ვარჯიშებს გააკეთებთ სისტემატიურად დილა-საღამოს  ბავშვობის წლებიდან, საუკეთესო მხედველობა შეგინარჩუნდებათ ღრმა სიბერემდე.

დაბრძანდით სკამზე, გაასწორეთ ხერხემალი, მოადუნეთ ყველა კუნთი. გაიხედეთ პირდაპირ ფანჯარაში ან კედელზე. ყურადღება გაამახვილეთ თვალებზე, მაგრამ არ დაძაბოთ ისინი.

I სავარჯიშო

1 упражнение

ღრმად და მსუბუქად ჩაისუნთქეთ (სასურველია მუცლით). ორივე თვალით შეხედეთ საკუთარი ცხვირის ფუძეს, გააჩერეთ თვალები ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამის განმავლობაში. ნელა ამოისუნთქეთ, დააბრუნეთ თვალები თავსი ადგილას და დახუჭეთ. დროთა განმავლობაში (2-3 კვირის) ამ ვარჯიშის გახანგრძლივება შესაძლებელი იქნება რამდენიმე წუთი.

II სავარჯიშო

2 упражнение

ღრმად ჩაისუნთქეთ და შეხედეთ ცხვირის წვერს რამდენიმე წამი. ამოსუნთქვასთან ერთად დაუბრუნეთ თვალები ჩვეულ მდგომარეობას და დახუჭეთ.

III სავარჯიშო

3 упражнение

ჩასუნთქვაზე მიმარტეთ მზერა რადიკალურად მარჯვნივ დაძაბვის გარეშე. ამოსუნთქვაზე დააბრუნეთ თვალები ჩვეულ მდგომარეობას. და იგივე მარცხნივ.

თავიდან შეასრულეტ ერთი ციკლი.სჰემდგომ 2-3 ციკლი. ვარჯიშის შემდეგ დახუჭეთ თვალები.

IV სავარჯიშო

4 упражнение

ჩასუნთქვაზე  მიმართეთ მზერა მარჯვენა ზედა კუთხეში. შეყოვნების გარეშე დააბრუნეთ მზერა პირდაპირ. შემდეგ ჩასუნთქვაზე გაიხედეთ მარცხენა ქვედა კუთხეში და ამოსუნთქვაზე პირდაპირ.

თავიდან გააკეთეთ ერთი ციკლი. შემდეგ 2-3 ციკლი. დასასრულს დახუჭეთ თვალები.

გაიმეორეტ იგივე ვარჯიში და დაიწყეთ მარცხენა ზედა კუთხიდან.

V სავარჯიშო

5 упражнение

ჩასუნთქვასთან ერთად დახარეთ თვალები ქვევით, ამოძრავეთ საათის ისრის მიმართულებით  ზევით(12საათამდე). არ შეჩერდეტ და გააგრძელეთ მოძრაობა ქვევით (6საათამდე). თვაიდან საკმარისია 1 წრე.სჰემდეგ 2-3წრე შეგიძლიათ გააკეთოთ. დასასრულს დახუჭეთ თვალები.

ეს ვარჯიში შეიძლება ჩატარდეს საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ.

კომპლექსის დასასრულს უნდა გაკეთდეს “პალმინგი”.

დასასრულს მინდა მოგახსენოთ, რომ თუ გვსურს მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს, თვალის ვარჯიშებთან ერთად ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას მთლიანობაში. კარგი მხედველობა დაკავშირებულია კარგ, ვიტამინიზირებულ კვებასთან. გვახსოვდეს, ყველაზე სასარგებლოა ნატურალური (და არა ხელოვნური, კონსერვირებული) საკვები, მინიმალური სითბური დამუშავებით. სწორედ ასეთი საკვები ინარჩუნებს საჭირო სასარგებლო ნივთიერებებს.

Leave a comment