OCT

ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფია
ოკტ- ვიზუალიზაციის დიაგნოსტიკის მეთოდია, რომელის ახდენს ბადურის მორფოლოგიური თავისებურებების ანალიზს არაინვაზიური მეთოდით კროს-სექციურ სკანირებას მაღალი გაფართოებით. ვიღებთ თვალის უკანა პოლუსის გრაფიკულ გამოსახულებას.
ოკტ ინფორმატიულია თვალის შემდეგი დაავადებების დროს:
• მაკულარული ხვრელი და ფსევდო-ხვრელი
• კერობრივი ცვლილებები ვიტრეორეტინალური ინტერფეისის და ვიტრეორეტინალური ტრაკციული სინდრომი
• ფოვეას რეტინოშიზისი
• ეპირეტინალური მემბრანა („ცელოფანის“ მაკულა)
• სხვადასხვა ეტიოლოგიის მაკულარული შეშუპება, სისხლძარღვთა ოკლუზიის და დიაბეტური მაკულარული შეშუპების ჩათვლით.
• ბადურის და პიგმანტური ეპითელიუმის სეროზული და ჰემორაგიული აშრევება
• ასაკობრივი და იუვენილური მაკულარული დეგენერაცია
• დიაბეტური რეტინოპათია
• მწვავე და ქრონიკული ეპითელიოპათია
• სუბრეტინალური ნეოვასკულარიზაცია
• ინტრარეტინალური და პრერეტინალური ნეოვასკულარიზაცია
• ბადურის ატროფიული ცვლილებები
• გლაუკომა და მის მიერ გამოწვეული ცვლილებები ბადურაზე
ოკტ ავლენს:
• კოროვან მორფოლოგიურ ცვლილებებს
• ბადურის სისქეს
• ბადურის და ნერვული ბოჭკოების შრის სისქეს
• ბადურის ფართობი
• მხედვლობის ნერვის დისკოს სხვადასხვა პარამეტრებს
შემდეგ ხდება მიღებული მონაცემების:

  •   თვისობრივი ანალიზი
  •   რაოდენობრივი შეფასება
  •   კომპიუტერის მეხსიებაში შენახვა
  •   თანმიმდევობრით ადრე ჩატარებული მონაცემების შედარება

ოკტ გვაძლევს საშუალებას

  • ობიექტურად შევაფასოთ დაავადების მიმდინარეობა
  •  რაოდენობრივად შევაფასოთ პათოლოგიური კერა
  •  ფარმაკოლოგიური და ლაზერული მეთოდით მკურნალობის კლინიკურ-ობიექტური გამოკვლევა

ოკტ-ს ჩატარება შეუძლებელია შემდეგ შემთხვევბში:

  •   რქოვანის შეშუპება, ასევე კერატორეფრაქციული ოპერაციების (ფრკ და ლაზიკ)
  •   ბროლის ინტენსიური დაბურვა
  •   მინისებური სხეული დაბურვა
  •   ჰემოფთალმი

Leave a comment