ასტიგმატიზმის კორექცია რბილი თორიული კონტაქტური ლინზებით, თანამედროვე ასპექტები და მოსალოდნელი შედეგები

ასტიგმატიზმი  ბერძნული სიტყვაა, stigme ნიშნავს წერტილს. ეს რეფრაქციის ანომალიაა, რომლის დროსაც საგნებიდან არეკვლილი სხივები არ ხვდება ერთ წერტილში და ბადურაზე არ მიიღება ფოკუსური გამოსახულება. არსებობს ფიზიოლოგიური( 0.5 დიოპტრიამდე) და პათოლოგიური ( 0.5 დიაპტრიის ზევით). პატოლოგიური ასტიგმატიზმის სახეებია: მატივი, რთული, შერეული. ტიპები: პირდაპირი ( ვერტიკალურ მერიდიანში მეტია გარდატეხა), არაპირდაპირი (ჰორიზონტალურ მერიდიანში მეტია), ირიბი. გამოყოფენ შემდეგი სახის ასტიგმატიზმს: თანდაყოლილ და შეძენილს; სწორ და არასწორს; რქოვანისმიერ, ბროლისმიერ და შერეულს.

ამეტროპიიდან ასტიგამტიზმზე მოდის 44%, დანარჩენი 56% არაასტიგმატიზმზე. მიუხედავად ამ ციფრებისა კორეგირებული ასტიგმატიზმის ბევრად უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე სფერული კორექცისა. მნიშვნელოვანია ასტიგმატიზმის კორექცია 0,25D-დან, რადგან  ფიზიოლოგიური პროცესი ემეტროპიზაციის რეგულირდება რეტინალური გამოსახულების ხარისხით.

ასტიგმატიზმის კორექცია შესაძლებელია: სათვალით, კონტაქტური ლინზებით, რეფრაქციული ქირურგიით. კონტაქტური ლინზები არის  მყარი და რბილი. ჩვენ განვიხილავთ რბილ კონტაქტურ ლინზებს.

კონტაქტური კორექციის უპირატოსობებია: უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მხედველობას; სივრცითი მხედველობა. მხედველობის ველი არ არის შეზღუდული; კონტაქტურ ლინზას არ ააჩნია აბერაციები და არ ირეკლავს გამოსახულებას; არ ადიდებს, არ აპატარავებს საგნებს; არ ზღუდავს მოძრაობას აქტიური ცხოვრების წესის დროს; არ ჩანს თვალებზე; ტრავმის შემთქვევაში არ აზიანებს თვალს.

რბილი ტორიკული კონტაქტური კორექციის ჩვენებებია: 1. ასტიგმატიზმი მსუბუქი და საშუალო ხარისხის; 2. ანიზომეტროპია 2,5D-ზე მეტი( 4.0D-მდე); 3. ასტიგმატური სათვალის აუტანლობა; 4. მყარი კონტაქტური ლინზების აუტანლობა; 5. ბროლისმიერი ასტიგმატიზმი; 6. რქოვანისმიერი ასტიგმატიზმი.

რბილი კონტაქტური ლინზების ძირითადი პარამეტრებია:

დიამეტრი – მანძილი ლინზის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე( ცენტრი გავლით). არსებობს 12,5-დან 15,0 მმ-მდე; სიმრუდის ბაზისურირადიუსი – იზომება მილიმეტრებში. დიაპაზონი 7,6-დან 9,2-მდე; ოპტიკური ზონა – ლინზის ცენტრალური ნაწილი, რომლესაც გააჩნია ოპტიკური ძალა. დიაპაზონი 8-14მმ;

სისქე ცენტრში – ეს გულისხმობს ლინზის სისქეს ცენტრში. პლიუს ლინზა ცენტრში სქელია, კიდეები თხელი აქვს. მინუს ლინზას პირიქით. ასევე, სისქეს განაპირობებს წყლის შემცველობა ლინზის მატერიალში და ლინზის ოპტიკური ძალა. თანამედროვე ლინზებს აქვთ მინიმალური სისქე ცენტრში 0.05მმ-მდე.

თორიული ლინზების მორგება თვალზე განპირობებულია მისი სტაბილიზაციის უნარით. თანამედროვე თორიულ ლინზას ზედა და ქვედა ქუთუთოებთან იწვევს ლინზის სტაბილიზაცია და ქმნის საუკეთესო კომფორტს. სტაბილიზაციის ამ მეთოდით გაკეთებისთანავე კონტაქტური ლინზა აკეთებს ბრუნს და შემდგომ დგება გარკვეულ მუდმივ  მგომარეობაში. ლინზის მორგების საკონტროლოდ პერიფერიაზე კონტაქტურ ლინზას აქვს სამი ლაზერული აღნიშვნა: ცენტრალური 6 საათზე; დანარჩენი ორი 30 ან 60 გრადუსით მოშორებით. 5 და 7 საათზე ან  3 და 9 საათზე.

თორიული ლინზის შერჩევის ეტაპებია: 1. ლინზის დიამეტრის შერჩევა; 2. ბაზისური რადიუსის შერჩევა (სიმრუდის რადიუსი); 3. ლინზის ოპტიკური ძალი შერჩევა; 4.  შესაბამისი დიამეტრის, რადიუსის და ოპტიკის საჩვენებელი ლინზის შერჩევა და მორგება; 5. საჩვენებელი ლინზის ტარება ( 30 წუთი); 6. რეზულტატის შეფასება ( ცენტრაცია, მოძრაობა, აღნიშვნების დგომა, სტაბილიზაცია, push-up test, რეორიენტაციის სისწრაფე, სუბიექტური მხედველობის სიმახვილე, სუბიექტური შეგრძნებები: კომფორტულობა, ხანგრძლივი ტარების შესაძლებლობა .

მოწოდებულია ლინზის დიამეტრის და ბაზისური რადიუსის შერჩევა კერატომეტრიის და რქოვანის რადიუსი განსაზღვრის მეთოდით: როცა К=41,0 D ინიშნება13,5 მმ დიამეტრის რბილი კონტაქტური ლინზა  და ბაზისური რადიუსი ლინზის არის 8,9 მმ; როცა К=41,0-45,0 D – 8,6 მმ; როცა K=45,0 D-ზე მეტია – 8,3 მმ. ამ მეთოდით ლინზის შერჩევა ხდება ისე, რომ ლინზის კიდეები  1,0-1,5 მმ-ით გადადის ლიმბზე.

რბილი კონტაქტური ლინზის დიამეტრი 2 მმ-ით მეტი უნდა იყოს რქოვანის ჰორიზონტალურ დიამეტრზე; ბაზისური რადიუსი რბილი კონტაქტური ლინზის 0,7-1,2 მმ-ით მეტი უნდა იყოს რქოვანის ბაზისურ რადიუსზე.

ოპტიკური ძალის შერჩევა: ხდება რეფრაქტომეტრიის და სათვალეში კორექციის შეჯამება ( უნდა გავითვალისწინოთ ვერტექსული მანძილი); ზოგიერთი მწარმოებელინფირმა გვაწოდებს შესარჩევი ლინზების ნაკრებს: ცილინდირი -0,75 დან – 2,25 D-მდე, სფერა – 3,0 D-მდე; კონტაქტური კორექციის მხედველობის აკადემიის მიერ მოწოდებულია სპეციალური გადათვის ტაბულა.

რეზულტატის შეფასება ხდება შემდენაირად: გაკეთებისთანავე საორიენტაციოდ ხდება ლინზის დგომის და მოძრაობის შეფასება. 30 წუთის შემდეგ, როცა ქრება ცრემლდენა და პაციენტი ეჩვევა ლინზას კვლავ ხდება ლინზის დგომის და მოძრაობის შეფასება. ვერტიკალური მოძრაობა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 მმ-ს.

რბილი კონტაქტური თორიული ლინზის შერჩევისას მნიშვნელოვანია მოხდეს ლინზის როტაციის შეფასება. თუ როტაცია შემთხვევითია ლინზა უნდა დაუბრუნდეს ადგილს. თუ მუდმივია მაშინ უნდა შეირჩეს ლინზა სხვა ღერძით.  თუ ლინზის როტაცია საათის ისრის მიმართულებით ხდება მაშინ არსებულ ღეძს     უმატებენ შესაბამის კუთხეს. თუ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ხდება როტაცია ,მაშინ აკლებენ იმდენივე კუთხეს.

საკონტროლო შემოწმება: 2-3 დღის შემდეგ, 1 კვირაში, 1 თვეში, 3-6 თვეში.

დღესდღეობით არსებობს თორიული ლინზების შემდეგი დიაპაზონი:

  • ცილინდრული კომპონენტი -0,75დან -2,75D-მდე;
  • სფერული კომპონენტი +6,0დან -9,0Dმდე
  • 10 გრადუსი ნაბიჯით

ეს გვაძლევს საშუალებას დავაკორეგიროთ 4,0 – 5,0D-მდე ასტიგმატიზმი.

თორიული ლინზების ტარების  “უარმყოფელი” 2-ჯერ უფრო მეტია ვიდრე სფერული ლინზებისა. პრობლემები რის გამოც უარყოფენ თორიული კონტაქტური ლინზების ტარებას არის შემდეგი: თვალის სიმშრალე, დისკომფორტი დღის ბოლოს, დისკომფორტი დღის განმავლობაში, თვალის სიწითლე. ამის გამო მნიშვნელოვანია მაღალი ჟანგბადგამტარიანობა კონტაქტური ლინზის ჯანსაღი ტარებისათვის.

რქოვანის ჰიპოქსიის კლინიკური გამოვლინებებია: ეპითელიარული მიკროცისტები, ლიმბარული ჰიპერემია, რქოვანის ნეოვასკულარიზაცია, რქოვანის შეშუპება.

მსგავს პრობლემებზე ფოკუსირებით მუდმივად იხვეწება თორიული კონტაქტური ლინზების დიზაინი, რათა გამართლდეს ექიმებისა და პაციენტების მოლოდინი.

Leave a comment