პრესბიოპიის კორექცია მულტიფოკალური კონტაქტური ლინზებით

ევროპაში  56% ადამიანებისა არიან პრესბიოპიულ ასაკში. დანარჩენი 44% სარგებლობს კონტაქტური ან სათვალით კორექციით ან არ საჭიროებს მას.

რბილი კონტაქტური ლინზების მოხმარება კი შემდეგნაირად ნაწილდება: 69% სფერული, 26% ტორიკული, 5% მულტიფოკალური.

მულტიფოკალური კორექციის მნიშვნელობა აქტუალურია 40 წლის ზევით.

დამწყები პრესბიოპები წყვეტენ კონტაქტური ლინზების ტარებას ახლო მანძილზე მხედველობის გაუარესების გამო, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი გადაყვანა მულტიფოკალურ კონტაქტურ კორექციაზე.

მულტიფოკალურ ლინზებს განასხვავებენ მისი დიზაინით და ზედაპირის პლაზმურ დამუშავებით. დიზაინის მიხედვით განასხვავებენ: კონცენტრირებულ, ასფერულ, დიფრაქციულ და გარდამავალ დიზაინს.

კონცენტრირებული დიზაინის მინუსი: მხედველობის გაუარესება შორს, პაციენტების ზუსტი შერჩევა, რეალური მოლოდინის მართვა, მხედველობის სიმახვილის კავშირი გუგის დიამეტრის და განათებასთან, მგრძნობელობა დეცენტრაციასთან, კონტრასტულობის დაქვეითება.

ასფერული დიზაინის შემთხვევაში ლინზის წინა ან უკანა ზედაპირის სიმრუდე იცვლება თანდათან ადიდაციის შესაქმნელად. რაც უფრო მაღალია ადიდაცია უფრო ცუდია შორის მხედველობა. ტრადიციულად რეკომენდირებულია დამწყები პრესბიოპებისათვის.

ინოვაციური დიზაინი: ადიდაციის მუდმივი დონე არაა დაკავშირებული სფერის ზომასთან; უკანა ზედაპირზე აპრობირებული ასფერული დიზაინი ოპტიმლური ცენტრირებისათვის და კომფორტისათვის; ფოკუსის სიღრმის გაზრდა აკომპენსირებს აკომოდაციის დაქვეითებას; ადიდაციის სამი ვარიანტი გვაძლევს კარგ გადასვლას ცენტრალური ზონიდან; უზრუნველყოფს კარგ გადასვლას ახლოს, შუალედუს და შორის ზონებს შორის.

მულტიფოკალური ლინზის ცენტრში არის საკითხავი ზონა, პეროფერიაზე შორის დისტანცია, მათ შორის კი გარდამავალი ზონა. გათვლილია დამწყები პრესბიოპებისათვის და შემდგომ მათი მხედველობის კორექციისათვის პრესბიოპიის ნებისმიერ სტადიაზე.

მულტიფოკალური კორექცია დამწყები პრესბიოპებისათვის სუსტი ადიდაციის შემთხვევაში: უზრუნველყოფს ნაზ გადასვლას ერთფოკალური კლ-დან; დამწყებ პრესბიოპებში აკომოდაციის დაქვეითება კომპენსირდება ლინზის ფოკუსის სიღრმის გაზრდით;  მკვეთრი ნათელი ხედვა ყველა დისტანციაზე; შექმნილია დამწყები პრესბიოპებისათვის, რაც შეიძლება ადრე, რათა დავტოვოთ ისინი კონტაქტურ კორექციაზე.

საშუალო და მაღალი ადიდაცია გამოხატული პრესბიოპებისათვის: შექმნილია იმისათვის, რომ ნაზად მოხდეს გადასვლა მსუბუქიდან საშუალო და საშულოდან მაღალ ადიდაციაში; ადიდაციის ოპტიმალური სიდიდე უზრუნველყოფს მხედველობას ახლოს და შუალედურ დისტანციაზე და მინიმალურ გავლენას ახდენს დისტანციურ მხედველობაზე; შექმნილია იმისათვის, რომ პრესბიოპებმა შეძლონ კლ-ის ტარება დიდხანს

პრესბიოპიული თვალი არის მშრალი თვალი

ასაკთან ერთად ცრემლის ბიოქიმია იცვლება, რაც გულისხმობს: ცრემლის რაოდენობის შემცირებას; ცრემლის პროდუქციის შემცირებას; ცრემლის ოსმოსურობის გაზრდას

ეს ცვლილებები იწვევს მშრალი თვალის სინდრომს და დისკომფორტს.

კომბინაციაში მშრალი თვალის სინდრომი და აკომდაციის შესუსტება იწვევს კონტაქტურ ლინზაზე უარის თქმას. სწორედ ამიტომაც შექმნილია მუტიფოკალური ლინზა მაღალი ჟანგბად გამტარიანობის უნარით და დამატენიანებელი ეფექტით.

კლინიკური შედეგების შედარება დამწყები პრესბიოპების კორექციისა:

  • მონომხედველობა (მონოვიჟენ)
  • მულტიფოკალური კონტაქტური კორექცია

მონოვიჟენი- პრესბიოპიის კორექციის მეთოდი სფერული კომპონენტით, როდესაც ერთი თვალი ( როგორც წესი დომინანტური) კორეგირდება შორის ხედვისათვის და მეორე არადომინანტური ახლო ხედვისათვის.

მონოვიჟენის მეთოდები: 1. მინი მონოვიჟენი; 2. მოდიფიცირებული მონოვიჟენი; 3. ქირურგიული მონოვიჟენი (LASIK, კონდუქტიული კერატოპლასტიკა

მონოვიჟენის უარყოფითი მხარეები: არასაკმარისად მკვეთრი მხედველობა შორს და ახლო მანძილზე; ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი სათვალის გამოყენება; ბინოკულარული მხედველობოს გაუარესება, სივრცითი გამოსახულების 3D-ში აღქმის უნარის დაქვეითება; შერჩევის პროცედურის ხანგრძლივი პერიოდი – როგორც წესი საჭიროა რამდენიმე ვიზიტი რათა შეირჩეს შესაბამისი ძალის კლ. ( როგორც წესი იგი აღმოჩნდება ნაკლები პირვანდელ შერჩეულ ლინზასთან შედარებით)

მულტიფოკალური კონტაქტური ლიზების შემთხვევაში არის საუკეთესო შედეგები  ახლოს, შორს, მანქანის ტარებისას დღისით და ღამით, ტელევიზორის ყურებისას.

ფოკუსის ცვლილება ახლოდან შორ მანძილზე მულტიფოკალურ კლ-ში ბევრად უკეთესია ვიდრე მონოვიჟენის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია პაციენტების მართვა: ურთიერთობა, განათლება და მოლოდინი

• პაციენტთან ურთიერთობა აუცილებელია შედეგის მისაღწევად

• პაციენტის სწორი შერჩევა და მათი მოტივაცია წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია

• პაციენტის მოთხოვნის, აუცილებლობის და სურვილის გარჩევა

• იყავით მართალი პაციენტთან და განუმარტეთ ჭეშმარითი მოლოდინი

• შეარჩიეთ შედარებით მოტივირებული პაცინეტები, რომლები მზად იქნებიან გააზრებულად გაიარონ ადაპტაციის პერიოდი

• ასტიგმატიზმია არ უნდა იყოს  -1.00D ზე მეტი

მულტიფოკალური კონტაქტური ლინზების იდეალური პაციენტებია :

  • კონტაქტური ლინზების მუდმივი მტარებელი დაწყებითი პრესბიოპიით
  • პაციენტები რომლებსაც არ აწყობთ მონოვიჟენი
  • რბილი კონტაქტური ლინზების მტარებლები რომლების სარგებლობენ საკითხავი სათვალით
  • პაციენტები რომლებსაც არ აწყობთ პროგრესული სათვალეები
  • დამწყები პრესბიოპები რომლებსაც სურთ მოირგონ რბილი კონტაქტური ლინზები

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომენტების გათვალისწინებით პრესბიოპს მულტიფოკალურ კონტაქტურ ლიზებში ექნება საუკეთესო მხედველობა ნებისმიერ დისტანციაზე.

Leave a comment