რატომ ვირჩევთ „რონიკოს“!

ოპტიკა – სპეციფიური საქმიანოს სფეროა, სადაც პროფესიონალები ასრულებენ მნიშვნელოვან მისიას – ეხმარებიან ადამიანებს მიიღონ მაღალი მხედველობა.

უმაღლესი ხარისხი, ფართო ასორტიმენტი, ყურადღება – რასაც იღებს ყველა „რონიკოს“ მომხმარებელი.

15 წელზე მეტია „რონიკო“ საქართველოს ოპტიკურ ბაზარზე სთავაზობს მომხმარებელს ფართო სპექტრის მომსახურებას. ჩვენს კომპანიაში არსებობს ჩარჩოების ფართო არჩევანი, ყველაზე თანამედროვე ოპტიკური და კონტაქტური ლინზები. ოპტიკურ ლინზებს წარმოადგენს ფრანგული კომპანია  Essilor-ი და გერმანული Carl Zeiss. კონაქტურ ლინზებს  Ciba Vision-შვეიცარია, Jonsson@Jonsson-აშშ  და Maxima Optics-დიდი ბრიტანეთი.

უშუალოდ ოპტიკურ სალონში შესაძლებელია მხედველობის მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკა და სათვალის სწრაფი დამზადება.კომპანია „რონიკოს“ ექიმის კაბინეტი უზრუნველოყოფილია უახლესი მხედველობის დიაგნოსტიკური აპარატურით. კვალიფიციური ექიმი-ოფთალმოლოგების მიერ ხდება ობიექტურად  ( კომპიუტერული გამოკვლევით) და სუბიექტურად მხედველობის სიმახვილის დადგენა,  სათვალის ან კონტაქტური ლინზის მორგება. რონიკოს სალონები დაკომპლექტებულია ექიმი ოფთალმოლოგების ჯგუფით, მათშორისაა ძველი გამოცდილი ექიმები, რომლებსაც უკვე კარგად იცნობს საზოგადოება და ასევე ახალგაზრდა ექიმების ჯგუფი, რომლებსაც განათლება და სამუშაო გამოცდილება საქართველოს საზღვრებს გარეთ აქვთ მიღებული. მსოფლიოში მხედველობის კორექციას ახდენენ ოპტომეტრისტები (ადამიანები საშუალო პროფ.განათლებით). რონიკოში კი თქვენ ექიმი კლინიცისტები მოგემსახურებიან. რეფრაქციის ანუ მხედველობის კორექციის სფეროში „რონიკოს“ ყავს ყველაზე გამოცდილი ექიმები. არსად ისე პროფესიონალურად არ უდგებიან მხედველობის კორექციას და სათვალის ან კონტაქტური ლინზის შერჩევას როგორც „რონიკოში“.

კომპანია მუდმივად ცდილობს პროფესიონალი თანამშრომლების სრულყოფილებას და განვითარებას. ოპტიკის სფეროში ტარდება სემინარები, ტრენინგები საფრანგეთიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან, ინგლისიდან  მოწვეული ტრენერების მიერ.

რონიკოს მიზანია კრეატიულობა და სიახლეების დანერგვა. მომხმარებლისათვის უახლესი და სრულყოფილი პროდუქტის შეთავაზება, რათა გაიზარდოს ცხოვრების ხარისხი.

კომპანია «Roniko» გთავაზობთ სასათვალე ლინზებს – პლასტიკებს (ორგანული მინა) და შუშას (მინერალური მინა). ორგანული მატერიალისგან დამზადებული სასათვალე ლინზა მსუბუქი და არამსხვრევადია. თანამედროვე ოპტიკაში მინერალური მინას უკვე თითქმის ანაცვლებს პლასტიკი, უკეთესი მახასიათებლების გამო.

«Roniko»- ში წარმოდგენილია ერთფოკალური და მულტიფოკალური სასათვალე ლინზები. ერთფოკალური ლინზას მთელ ზედაპირზე აქვს ერთი ოპტიკური ზონა და უზრუნველყოფს მხედველობის კორექციას ერთ სივრცეში. გამოიყენება ახლოს ან შორის სათვალეებში.  აქტუალურია ბავშვებისათვის, მოზარდებისათვის, სტუდენტებისათვის, პრესბიოპიული ასაკის ადამიანებისათვის ერთ რომელიმე დისტანციაზე. პრესბიოპიული ასაკი არი 38 წელი და ზევით. მულტიფოკალური ლინზას გააჩნიათ ორი ( ბიფოკალური ლინზები) ან უფრო მეტი (პროგრესული ლინზები) ოპტიკური ზონა. ბიფოკალური ლინზა ესაა ორ ფოკუსიანი  ახლოს და შორის მხედველობისათვის. გააჩნია პატარა ფანჯარა კითხვისათვის. პროგრესული ლინზა ესაა მრავალფოკუსიანი ლინზა. ვიზუალურად გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი ლინზა. იგი საშუალებას გვაძლევს ერთი სათვალით კარგად დავინახოთ ნებისმიერ მანძილზე ( შორს, ახლოს და შუალედურ ზონაში).  ეს ლინზები აქტუალურია მხოლოდ პრესბიოპიული ასაკის ადამიანებისათვის. არის სათვალის ლინზები ახლო და შუალედურ დისტანციაზე სამუშაოდ (ოფისის ლინზები) Interview. აქტუალურია ოფისის პირობებში მომუშავე 38 წლის ზევით ადამიანებისათვის, რომლებსაც ერთდროულად უწევთ მუშაობა დოკუმენტებთან და კომპიუტერთან. არსებობს ლინზები დაღლილობის წინააღმდეგ Anti-Fatigue™. რეკომენდირებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანებისათვის პრესბიუპიულ (38 წლამდე) ასაკამდე.

სათვალის ლინზას გააჩნია დათხელების კოეფიციენტი, რომელიც მერყეობს  1,4 -დან  1,74-მდე. ეს აქტუალურია რთული რეცეპტის შემთხვევაში. ასეთია : შერეული და მაღალი ასტიგმატიზმი, მაღალი პლუსი ან მინუსი, მულტიფოკალური ლინზები. ამგვარი სათვალის ლინზები არ არის საწყობში, პროფესიონალი ოპტიკები პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე უკვეთავენ საფრანგეთში კომპანია Essilor-ში და ჩამოაქვთ 3-4 კვირაში.  ექიმი გამოგიწერთ რეცეპტს, რომლის მიხედვით თქვენ შეძლებთ ლინზების შეკვეთას.

„რონიკო“ გთავაზობთ სხვადასხვა დიამეტრის ლინზებს ( სხვადასხვა ზომის ჩარჩოში ჩასასმელად). მათ გააჩნიათ სხვადასხვა დაფარვა: ანტირეფლექსური, მტვერის, დაორთქვლის და წყლის წვეთებისაგან დამცავი, მყარი ფენით, პოლარიზებული, მზის დამცავი, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი, კომპიუტერის გამოსხივებისგან დამცავი და ა.შ. ასევე განასხვავებენ ტრადიციულ სფერული  და ასფერული (თითქმის ბრტყელი) დიზაინით. ეს უკანასკნელი აკტუალურია პაციენტებისათვის მაღალი დიოპტრიებით.
«Roniko»-ში წარმოდგენილია რბილი კონტაქტური ლინზები, სხვადასხვა ტარების რეჟიმით: დღის,  გახანგრძლივებული
და სხვადასხვა დიზაინის: სფერული, ასფერული – ამეტროპიის (მიოპია და ჰიპერმეტროპია) კორექციისათვის, ტორიკული – ასტიგმატიზმის კორექციისაათვის და მულტიფოკალური – პრესბიოპიის კორექციისაათვის. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ფერადი ლინზები, რომლებიც რადიკალურად ცვლის თვალის ფერს და ტონირებული კონტაქტური ლინზები.

„რონიკოს“ სალონებში წარმოდგენილია ჩარჩოების და მზისაგან დამცავი სათვალეების ფართო სპექტრი, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ; სხვადასხვა მატერიალის: ტიტანის, პლასტმასის, მეტალის, მოოქროვილი, რქის ყურებით, ხის, ხელთნაკეთი, ძუაზე, ჩარჩოს გარეშე, ძვირფასი ქვებით. სპეციალური დამცავი ფენებით: UV-დაცვა ულტრაიისფერი სხივებისაგან, პოლარიზება და ანტირეფლექსური ფენა – ანარეკლებისაგან. რაც თვალს იცავს გადაღლისაგან. ნებისმიერი ასაკიდან ( განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებში) თვალს სჭირდება მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვა. აუცილებელია მზისგან დამცავი სათვალე იმ ოპტიკაში შეირჩეს, რომელიც პასუხისმგებელია მზის პლასტიკის ხარისხზე. „რონიკოში“ შესაძლებელია მზის ნომრიანი სათვალის და ქამელეონის დამზადებაც.

კომპანია „რონიკოს“ პროდუქცია გათვლილია ნებისმიერი სახის მომხმარებელზე, დაბალ ფასიანიდან მაღალ ფასიანამდე.

უფრო კონკრეტულად სხვა თემებზე მომდევნო გადაცემებში ისაუბრებენ  ჩემი კოლეგები.

კომპანია „რონიკო“ მუდმივად ცდილობს ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქტი შესთავაზოს მომხარებელს უფრო მეტი კომფორტულობისათვის.

კარგი სათვალე არის უპირველესად კარგი მხედველობა, კომფორტი, იმიჯი, მხედველობის დაცვა. ყველა ამ კრიტერიუმს შეესაბამება „რონიკოში“ შერჩეული სათვალე.

როცა არის ასეთი არჩევანი, რატომაც არ უნდა აირჩიოთ თქვენთვის და თქვენი მხედველობისათვის უკეთესი!

Leave a comment