ბავშვთა ასტიგმატიზმი

ასტიგმატიზმი – ეს არის რქოვანის ან ბროლის თავისებურება, რის გამოც მათში გამავალი სხივები  ვერ ფოკუსირდებიან ერთ წერტილში.  ბადურაზე პროეცირდება არამკვეთრი, დეფორმირებული გამოსახულება. ასტიგმატიზმი გვხდება როგორც ახლომხედველობის ისე შორსმხედველობის დროს. ასევე შეიზლება იყოს შერეული.
აზრობრივად რომ წარმოვიდგინოთ სხვადასხვა მერდიანში  სხივები განსხვავებულად გარდატყდებიან, რის გამოც არ ხვდებიან ერთ წერტილში. ანუ რეფრაქცია ვერტიკალურ მერიდიანში ჰორიზონტალურთან შედარებით იქნება მეტი ან ნაკლები . არაასტიგმატურ თვალში კი ორივე მერიდიანში სხივების გარდატეხა ხდება ერთნაირად. ადამიანთა უმრავლესობას ახასიათებს მცირე ასტიგმატიზმი, მაგრამ კომპენსაციური მექანიზმის წყალობით უმრავლესობა ვერ ამჩნევს დანახული საგნების დეფორმაციას.
ასტიგმატიზმი არის თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი ასტიგმატიზმი დიაგნოსტირდება ოფთალმოლოგთან პირველივე ვიზიტზე. ხოლო შეძენილი ჩნდება ტრავმის ან გადატანილი ინფექციია შემდეგ. რქოვანის დისტროფიული ცვლილებები იწვევს რთულ ასტიგმატიზმს.

ახალშობილებს  და სკოლამდელ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეს თანდაყოლილი მცირე ასტიგმატიზმი. თუმცა 8 წლის ასაკისათვის რქოვანის და ბროლის ფორმა სტაბილიზდება და ასეთი მცირე ასტიგმატიზმი აღარ  მოითხოვს კორექციას. ხშირად ასტიგმატიზმს აქვს გენეტიკური ხასიათი და აღენიშნებათ ოჯახის სხვა წევრებსაც.

ხშირია შემთხვები როცა ასტგმატიზმი არ დიაგნოსტირდება დროულად. დაბადებიდან ბავშვი ხედავს რა  საგნებს დეფორმირებულად არ იცის მათი რეალური ფორმა.
როცა ადგილი აქვს მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმს და არ ინიშნება სწორი დროული კორექცია ვითარდება ამბლიოპია, ე.წ. „ზარმაცი თვალი“. შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ცუდი მხედველობა და მშობელი ამას ვერც ხვდებოდეს. პატარა ადამიანი ვერ ახდენს ფორმულირებას ჩივილების, მით უმეტეს მას ჰგონია ყველა ისევე ხედვას გარემოს როგორც თვითონ. ასეთი ადამიანები ოკულისტთან მიდიან ბაღის მასწავლებლის ან გამზრდელის რეკომენდაციით, რადგან მათ ნახატებში და ნამუშევრებში აღინიშნება დეფორმირებული გამოსახულებები.

მოსწავლეები და სტუდენტები ექიმს მიმართავენ შემდეგი ჩივილებით: დაღლილობა კომპიუტერთან მუშაობისას, თავის ტკივილები, არასასიამოვნო შეგრძნებები წვრილ შრიფტთან მუშაობისას.
ასტიგმატიზმის მკურნალობა ხდება მხოლოდ კომპლექსურად. ყველაფერი იწყება მხედველობის ზუსტი კორექციით. ზოგჯერ უბრალოდ სათვალეების მოხმარება ამაღლებს მხედველობის სიმახვილეს. თუმცა არსებობს თანამედროვე ლაზერული და კომპიტერული მასტიმულირებელი მეთოდები  ამბლიოპისს მკურნალობისათვის.
ჩვენი ექიმები მზად არიან მოგანიჭოთ თქვენ და თქვენს შვილებს მაღალი მხედველობის სიმახვილე.

Leave a comment