შეამოწმეთ მხედველობა

მაქვს თუ არა ახლომხედველობა?

1.შორ მანძილზე ვხედავ ცუდად, ახლოს კარგად.

2.საღამოს გამოსახულება არამკვეთრია, დილით კი უკეთ ვხედავ.

3.გზაზე პერიოდულად ვკარგავ ორიენტირების უნარს. მირთულდება ტარება და მანქანების დროული შემჩნევა.

4.არ შემიძლით დავინახო ავტობუსის ნომერი.

5.ცუდად ვხედავ და რთულად გადამაქვს მზერა კომპიტერიდან შორ მანძილზე.

6.საღამოობით თვალები მიწითლდება, მტკივა და მეღლება.
თუ  ამ კითხვების უმრავლესობას გაეცით დადებითი პასუხი თქვენ ახლომხედველი ბრძანდებით. ნუღარ გადადებთ ოფთალმოლოგთან ვიზიტს, რადგან მხოლოდ ვიზიტით შეგეძლებათ გაიგოთ თქვენი ჩივილების ნამდვილი მიზეზი.

მაქვს თუ არა შორსმხედველობა?

1. ახლო მანძილზე ვხედავ უფრო ცუდად ვიდრე შორს.

2. კომპიუტერთან მუშაობისას და კითხვისას გამოსახულება არამკვეთრია.

3. საღამოობით თვალები მიწითლდება, მტკივა და   გამოსახულება შორსაც ფუჭდება.

4. მინდება ტექსტის შორს გაწევა ახლო მანძილზე დიდხანს მუშაობისას.

5. ბავშვობაში ვატარებდი სათვალეებს, შემდეგ მოვიხსენი. ყველაფერი იყო მშვენივრად ვიდრე არ დავიწყე მუშაობა კომპიუტერთან, ტექსტებთან, სანამ არ შემისრულდა 30წელი.

ამ შემთხვევაში აუცილებლად დროულად მიმართეთ ოფთალმოლოგს. თუ მხედველობით დისკომფორტის მიზეზს დროულად არ დაადგენთ ეს შეიძლება გადაიზარდოს ასთენოპიურ ჩივილებში: თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუხვევა. ზოგჯერ სულაც არ ინიშნება სათვალეები და ექიმი გიწევთ რეკომენდაციებს გააკეთოთ სხვადასხვა სახის ვარჯიშები და დაარეგულიროთ მუშობის და რელაქსაციის რეჟიმი.

40 წლის ვარ. დროა გავიკეთო სათვალე?

1. ვეღარ ვკითხულობ, მინდება ტექსტის ან გამოსახულები შორს გაწევა და აღარ  მყოფნის ხელები სიგრძე.

2. კომპიუტერის მონიტორზეც ტექსტი არამკვეთრია.

3.ვერ ვხედავ ისე კარგად, როგორც ადრე.

4. სხვის სათვალეებში კარგად ვხედავ.
ნუ ტანჯავთ საკუთარ თავს. ნუ შეიქმნით ილუზიებს რომ სათვალეების გარეშე კითხვით თქვენ აჩერებთ პრესბიოპიას და ავარჯიშებთ მხედველობას. პრესბიოპია ( ასაკობრივი შორსმხედველობა)- ბუნებრივი და შეუქცევადი პროცესია. რაც უფრო ადრე გამოწერს ოფთალმოლოგი სათვალეებს მით უფრო დროულად იგრძნობთ თავს კომფორტულად კითხვისას და კომპიუტერთან მუშაობისას.

Leave a comment