ბავშვთა კონიუკტივიტი

ბავშვები უფრო ხშირად ავადდებიან კონიუნქტივიტით ვიდრე უფროსები. ისინი აქტიურად სწავლობენ გარემოს თვალებით. მათთვის თვალები ერთერთი ყველაზე პირველი ორგანოა გარემო სივრცის გასაცნობად. თვალებზე მოქმედებს მტვერი, ქარი და სხვადასხვა ინფექციური აგანეტები. მგრძნობელობას ინფექციის მიმართ აძლიერებს გადაციება ან გადახურება, ავიტამინოზი, საერთო სისუსტე,  ხშირი გაცივება, მხედველობის დაქვეითება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

კონიუნქტივა-  არის თვალის გარეთა შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ასრულებს  ბარიერულ, დამატენიანებელ, მკვებავ ფუნქციებს. იგი ფარავს ხილულ თეთრ გარსს ( სკლერას) და ქუთუთოების შიგნითა ზედაპირს. ბავშვების კონიუნქტივა ძალიან თხელი და ნაზია, მგრძნობელობა დაბალი აქვს, რის გამოც  ბავშვები არ ჩივიან, არ ტკვიათ. ამიტომაცაა მნიშვნელოვანია არ გამოგვეპაროს და შევამჩნიოთ ინფექციის დასაწყისი, დროულად გავტაროთ პროფილაქტიკური ზომები და დავიწყოთ მკურნალობა.
კონიუნქტივიტი- ესაა ანთებითი პროცესი, რომელიც გამოწვეულია ინფექციური ან ალერგიული აგენტებით.
ავადმყოფობის დასაწყისი არის მწვავე, თვალში ვლინდება სიწითლე, ტკივილი, შეშუპება. მოზრდილები უჩივიან უცხო სხეულის, ქვიშის შეგრძნებას თვალებში. შემდგომში ქუთუთოები ერთმანეთს ეკვრის, ჩნდება გამონადენი, რომლებიც ხმება წამწამებზე ქერქების სახით. დილით ბავშვი ვერ ახელს თვალებს, რაც ძლიერ აშინებს ბავშვებს და მათ მშობლებს. ბავშვი გაღიზიანებულია, ცუდად ძინავს, ისრისავ თვალებს, უარს ამბობს ჭამაზე. შეიძლება მოიმატოს ტემპერატურამ.

გამომწვევის მიხედვით არსებობს სხვადასხვა სახის კონიუნქტივიტები:
ვირუსული კონიუნქტივიტი
გამომწვევი მიზეზია ვირუსები,ამიტომაც ბავშვი ავადდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ძალიან სწრაფად  ვრცელდება ბავშთა კოლექტივში. სახლშიც ვირუსული კონიუნქტივიტით შეიძლება დაავადდეს მთელი ოჯახი. დაავადების დასაწყისი არის მწვავე, ჯერ ერთი თვალი, შემდგომში მეორე თვალი ინფიცირდება. ჩნდება წყალივით გამონადენი. აღინიშნება თვალების შეშუპება, სიწითლე, ტკივილი. იწევს ტემპერატურა, როგორც გაციების დროს.
ბაქტერიული კონიუნქტივიტი
თვალში მიკროორგანიზმების მოხვედრის შემთხვევაში ჩნდება ბაქტერიული კონიუნქტივიტი. ბავშვი შეიძლება დაავადდეს ბინძური ხელებისგან, სათამაშოებისაგან. მტვერი, უცხო სხეული იწვევეს მიკროტრავმებს კონიუნქტივაზე და დაზიანებულ ქსოვილზე მოხვედრილი ბაქტერიები იწვევენ ანთებას.
შეიძლება დაიწყოს მწვავედ ან თანდათან, ერთ თვალზე ან ორივეზე ერთად. ჩნდება უცხო სხეულის შეგრძნება, შეშუპება, წებოვანი მომწვანო-მოყვითალო გამონადენი, დილით ქუთუთოები ერთმანეთს ეკვრის და წამწამებზე მოყვითალო ქერქებია.
არც ისე იშვიათად ანთება ყურის( ოტიტი), ცხვირის( რინიტი) და დანამატი ღრუების ( ჰაიმორიტი, ეთმოიდიტი) იწვევს ინფექციის გავრცელებას თვალზე.
სოკოვანი კონიუნქტივიტი
სოკოვანი კონიუნქტივიტი ჩნდება ქუთუთოების და კანის სოკოვანი დაზიანებისას, იმუნოდეფიციტის დროს. ცუდად ექვემდებარება მკურნალობას და ახასიათებს თვალის ღრმა ქსოვილებში შეღწევა..
ალერგიული კონიუნქტივიტი
მიზეზი ამ სახის კონიუნქტივიტისა არის გარემოში არსებული ალერგენები. ესენია მტვერი, ცხოველებთა ბეწვი, სიგარეტის კვამლი, საყოფაცხოვრებო ქიმია, სამკურნალო პრეპარატები, კვების პროდუქტები, მცენარეების მტვერი გაზაფხული- ზაფხულის პერიოდში. ცალკე გამოიყოფა  ისეთი ალერგიული კონიუნქტივიტი რომელიც ჩნდება ორგანიზმში კონკრეტული ინფექციური აგენტის შეჭრისას.
იწყება მწვავედ ან თანდათან, ახასიათებს ქრონიკული ხასიათი და ცუდად ექვემდებარება მკურნალობას. ვლინდება შეშუპებით, ძლიერი ტკივილი და წვის შეგრძნებით. შეშუპება ვრცელდება ქუთუთოებზეც.
მწვავე წამლისმიერი კონიუნქტივიტი- რაიმე პრეპარატის შეყვანის შემდეგ ვითარდება 6საათში ლორწოვანის შეშუპება, წვა, ტკივილი.
გაზაფხულის კატარი-  მზეზე გასეირნებისას ბავშვებს ეწყებათ სინათლის შიში და ცრემლდენა, რაც დაკავშირებულია მზისან მომავალი ულტრაიისფერი სხივების მიმართ ჰიპერმგრძნოებლობაზე.
პოლინოზი – ვითარდება ზემგრძნობელობით მტვერზე, ვლინდება სხვა ალერგიულ გამოვლინებებთან ერთად როგორიცაა ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ხველება. ახასიათებს სეზონურობა და განმეორებადობა.

ახალშობილთა კონიუნქტივიტი
გონორეით და ქლამიდიოზით ინფიცირებულ სამშობიარო გზებში გამავალი ახალშობილი ავადდება ამ ინფექციით.
გონობნელორეა – დაავადება ვლინდება II-III დღეს ძლიერი შეშუპებით, სისხლნარევი გამონადენით, ხშირად ვრცელდება უფრო ღრმა შრეებში და იწვევს რთულ გართულებას.
ქლამიდიური კონიუნქტივიტი ( პარატრახომა)- ვლინდება სიცოცხლის V-XII დღეზე  მწვავედ, ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენით, ხშირად თან ახლავს თანდაყოლილ პნევმონიას.
ყველა ახალშობილს უტარებენ პროფილაქტუკურ ღონისძიებებს ბორის მჟავის ხსნარით და 1%-იან  ვერცხლის ნიტრატით.

დიაგნოსტიკა
დიაგნოზის დადგენა შეუძლია მხოლოდ კვალიფიცურ ოფთალმოლოგს ჩივილების, კლინიკური გამოვლინების, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე. კონიუნქტივიტის გამომწვევის და მისი წამლისმიერი მგრძნობელობის დასადგენად სასურველია ნაცხის აღება თვალიდან. აგრეთვე ინიშნება სისხლის ანალიზი, კანის სინჯები და იმუნოლოგიური გამოკვლევა ალერგენის დასადგენად.

ბავშვთა კონიუნქტივიტის მკურნალობის საერთო პრინციპები:
1.    როცა შეამჩნევთ კონიუნქტივიტის დასაწყისს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ დაუხასიათებთ  ექიმს დაავადების გამოვლინებას.
2.     ბავშვის თვითმკურნალობა დადებითი ეფექტის გარეშე არ უნდა გრძელდებოდეს 2-3 დღეზე დიდხანს. დადებითი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
3.     ხშირად კონიუნქტივიტი იწყება ერთ თვალზე, მაგრამ წვეთების ჩაწვეთება  უნდა დაიწყოთ ორივე თვალში. ჯერ ჯანმრთელ თვალში და შემდეგ დაავადებულში.
4.    თვალში მტვერის, ქვიშის მოხვედრისას არ მოისრისოთ თვალი. საჭიროა კარგად ჩამოიბანოთ და ჩაიწვეთოთ 20%-იანი სულფაცილ-ნატრი.
5.    თვალის ახვევა დაუშვებელია, რადგან ახვეულ თვალში იქმნება პირობები მიკრობების გამრავლებისათვის.
6.    შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ბავშვის იზოლირება. მომვლელმა კი უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები, ჩაიწვეთოს 20% სულფაცილ-ნატრი ან ოფთალმოფერონი( ვირუსის შემთხვევაში).
7.    გამოცვალეთ ბალიშისპირი და პირადი პირსახოცი ყოველ დღე. გარეცხეთ სათამაშოები რომლითაც თამაშობს ბავშვი და რომელთა გასუფთავება შეუძლებელია არ მისცეთ.
აუცილებელია თვალების დაბანა გვირილის ნაყენით, მაგარი ჩაით, ფურაცილინით ან ბორის მჟავის ხსნარით. თითოეული თვალი ცალცალკე ბამბის ტამპონით თვალის გარეთა კუთხიდან შიგნსაკენ. უნდა ვაკონტროლოთ რო გამონადენი ერთი თვალიდან არ მოხდეს მეორეში. მიზანი თვალების ამგვარი დამუშავებისა არის ის, რომ გავათავისუფლოთ იგი გამონადენისაგან და შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება. წამწამებზე მიმშრალი ქერქები უნდა დავალბოტ და შემდეგ მოვაცილოტ, რატა ავიცილოტ ქუტუთოების კიდეების დაზიანება. ამგვარი გაწმენდა ანთების დასაწყისში უნდა მოხდეს 5-6-ჯერ დღეში, შემდგომში კი 2-3-ჯერ დღეში.
ბაქტერიული კონიუნქტივიტის შემთხვევაში ვიწყებთ ანტიბაქტერიული წვეთების ჩაწვეთებას. წამლების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრამდე ნაცხში ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები და ანტისეპტიკური წვეთები. ანტიბიოტიკები ინიშნება 4-6-ჯერ დღეში. დაუშვებელია ჩაწვეთების სიხშირის თვითნებური შემცირება. ანტისეპტიკური წვეთები ( მირამისტინი, 20% სულფაცილ-ნატრი) ყოველ საათში პირველი ორი დღე.
ვირუსული კონიუნქტივიტის შემთხვევაში რეკომენდირებული ანტივირუსული პრეპარატები.  პოლუდანი 4000 ერთ/მლ ყოველ ორ საათში. ანტიბიოტიკებიის ჩაწვეთება ართულებს თვალის მდგომარეობას. ინინშება მხოლოდ თუ ვირუსულს თან დაერთო ბაქტერიული კონიუნქტივიტი.
ნაცხის ანალიზის არსებობის შემთხვევაში მკურნალობა უკვე მიმართულია კონკრეტული გამომეწვევისაკენ და მკურნალობის ტაკტიკა შეიძლება შეიცვალოს. არსებობს ფართო ასორტიმნეტი წამლებისა როელიც მოქმედესბ კონკრეტულ გამომწვევზე და არ აზიანებს მთელ მიკლოფლორას.

ალერგიის გამოსავლენად საჭიროა მთელი რიგი გამოკვლევები: სისხლის ანალიზი, იმუნოლოგიური ანალიზი, კანის სინჯი ალერგენებზე, გამოკვლევა დისბაქტერიოზზე, ქრონიკულ ინფექციებზე, პარაზიტებზე. მკურნალობა იწყება აღმოჩენილ ალერგენთან კონტაქტის აღმოფხვრით. ულტრაიისფერი სხივების მიმართ ჰიპერმგრძნობელობაძე აუცილებელია მზისგან დამცავი სათვალეები, მზეზე ყოფნის დრო უნდა შემცირდეს. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ანტიჰისტამინური წვეთები და ტაბლეტები.

ასწავლეთ საკუთარ შვილს რეგულარულად დაიბანოს ხელები, თვალები არ ისრისოს, არ აიღოს უცხო ნივთები ხელში. ხშირად გაანიავეთ  და დაალაგეთ სველი წესით ოთახი, რომელშიც ბავშვი იმყოფება. დაიცავით ჰიგიენის წესები, გაითვალისწინეთ კონიუნქტივიტის გამომწვევი მიზეზები და მათთან ბრძოლის მეთოდები და თამამად გაუშვით ბავშვი ახალ შთაბეჭდილებებთან შესახვედრად.
თუ მაინც დაავადდა თქვენი პატარა კონიუნქტივიტით მიმართეთ ოფთალმოლოგს.

Leave a comment