სათვალეები ჩემია…ფულიც ჩემია…

როცა სათვალეს ყიდულობთ, ფიქრობთ: რატომაა ასე ძვირი?
მოდით გავერკვეთ: რაში ვიხდით ფულს?

წავიდა ის დრო, როცა ადამიანები საათვალეებს ყიდულობდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ კარგად დაენახათ. ადრე ყურადღება ნაკლებაად ექცეოდა სილამაზეს, კომფორტს, სიმსუბუქეს, ხარისხს. დღესდღეობით თქვენ ირჩევთ სათვალეს მატერიალის, ზომის, ფერის ფორმის ,ბრენდის მიხედვით. არჩევანი იმდენად დიდია, რომ ძნელია იყიდო სათვალე რომელსაც სიამოვნებით ატარებ. ჩნდება ბევრი შეკითხვა.

ჯანმრთელობაზე, მით უმეტეს  მხედველობაზე არ ღირს ეკონომია. თვალები ხომ სულის სარკეა და 90% ინფორმაციის მხედველობით ვღებულობთ.

ნიშნავს თუ არა: კარგი სათვალე აუცილებლად ძვირი უნდა იყოს. რამდენად განაპირობებს სათვალის მაღალი ფასი მაღალი ხარისხს?

როგორ ავარჩიოთ სათვალე ისე რომ “თქვენი სურვილები დაემთხვეს თქვენს შესაძლებლობებს?!”

დავყოთ 3 კატეგორიად:

ვგულისხმობთ მხოლოდ სათვალეებს რეცეპტით, და არა მზის და მზა სათვალეებს.

კატეგორია 1: დაბალ ფასიანი სეგმენტი, დიზაინი და შესრულება ერთმანეთს შეესაბამება.

ჩინური წარმოების სათვალე ყოველთვის არ ნიშნავს დაბალ ხარისხს. ზოგიერთი ჩინური ქარხანა ამზადებს საკმაოდ ხარისხიან სათალეებს. მაგრამ ეს უკანასკნელი შემდეგ კატეგორიაში მოხვდება.

თუ თქვენ გჭირდებათ მაგალითად  +1,0  და თქვენ არ გაინტერესებთ დიზაინი, შეგიძლიათ აიღოთ ყველაზე იაფფასიანი ჩარჩო და იაფფასიანი სასათვალე ლინზები. ეს ნორმალური იქნება, უბრალოდ რამდენიმე ხანში თქვენ მოგიწევთ ჩარჩოს გამოცვლა.

სასათვალე ლინზებს რა თქმა უნდა არ  ექნება ანტირეფლექსური და ანტისტატიკური დაფარვა. თუ პლასტიკია იქნება ჩინური ან კორეული წარმოების, თუ მინაა რუსული ან ჩინური.

კატეგორია 2: საშუალო ფასიანი სეგმენტი – შედარებით საინტერესო.

ამ სეგმენტში არც ისე ცნობილი ბრენდებია, მაგრამ შეიძლება იყოს ევროპული (მაგ: გერმანული, იტალიური) წარმოების ხარისხიანი სათვალეები.

ამ სეგმენტში ასევე ხვდება ხარისხიანი სასათველე ლინზები. თუ თქვენ არ გჭირდებათ ძლიერი დათხელება (თუ თქვენი სათვალის ნომერი -5,0  და +4,0 დიოპტრიაზე ნაკელბია) არ აქვს აზრი გადაიხადოთ ზედმეტი დათხელებაში.

თუ თქვენ გჭირდებათ დათხელებული სასათვალე ლინზები ( იმისათვის რომ სათვალე არ გამოიყურებოდეს ულამაზოდ, მძიმედ) თქვენ შეიგიძლიათ აიღოთ არცისე ძვირიანი ჩარჩო და შეუკვეთოთ მასში სასათვალე ლინზები დათხელებით და  დამცავი ფენებით.

ეს მნიშვნელოვანია!  

სასათვალე ლინზებზე:

ლინზები, რომლებიც აკორეგირებენ ახლომხედელობას ანუ მიოპიას (მინუსი), აქვთ თხელი ცენტრი და სქელი კიდეები. ამიტომ აქვს აზრი აირჩიოთ კომპაქტური პატარა ჩარჩო, რათა მინის კიდეები მაქსიმალურად მოიჭრას და ჩარჩო ლინზებით შედარებით მსუბუქი იქნება. და პირიქით,  პლუს ლინზებს, რომლებიც აკორეგირებენ შორსმხედველობას ანუ ჰიპერმეტროპიას აქვთ სქელი ცენტრი და თხელი კიდეები ამიტომ ისინი უკეთ გამოიყურებიან დიდ ჩარჩოში.

ყველა სასათვალე ლინზას აქვს თავისი სისქის კოეფიციენტი.

რაც უფრო მარალია კოეფიცინეტი,მით უფრო თხელია ლინზა და უფრო ძვირი ღირს. დიაპაზონი მერყეობს  1,4 – 1,74. მხედველობაში მიიღეთ : თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი ხარისხის მიოპია, მაგალითად -1,5 და თქვენ გთავაზობენ სუპერ თხელ ლინზას კოეფიციენტით 1,74-ს ის ისევე გამოიყურება როგორც ლინზა 1,56 და ღირს 3-ჯერ იაფი. მაგრამ მხედველობით -5,0  ღირს დაფიქრება სითხელის კოეფიცინენტზე და ასფერულ დიზაინზე. ასევე ეს აკტუალურია თხელი ჩარჩოსათვის. თუ ჩარჩო პლასტიკისაა და სქელი ყურებითაა მინის სისქე იქნება დაფარული. აქ უკვე თქვენ გადაწყიტეთ ღირს ზედმეტის გადახდა?

მზადდება სხვადასხვა დიამეტრის ლინზები ( სხვადასხვა ზომის ჩარჩოში ჩასასმელად). გააჩნიათ სხვადასხვა დაფარვა: ანტირეფლექსური, მტვერის და წყლის წვეთებისაგან დამცავი, მყარი ფენით, პოლარიზებული, მზის დამცავი, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი, კომპიუტერის გამოსხივებისგან დამცავი და ა.შ. ასევე განასხვავებენ ტრადიციული სფერული დიზაინით და ასფერული ( თითქმის ბრტყელი). ეს უკანასკნელი აკტუალურია პაციენტებისათვის მაღალი დიოპტრიებით.

ჩარჩოს შერჩევა

მატერიალებში ლიდეირია ტიტანის ჩარჩოები- დღესდღეობით ყველაზე მყარი და მსუბუქი. ტიტანის ჩარჩოები იდეალურად ერგება სპორტსმენებს, ძალიან აქტიურ და აკურატულ ადამიანებს. ჩარჩო ტიტან-ფლექსი, შეგიძლიათ დაკეცოთ და ისევ დაიბრუნებს ფორმას. ვიზუალურად ისინი ძაან თხელი და ნაზია. თან ტიტანის ჩარჩოები არ ღირს ძვირი, თუ ბრედნი არაა.

კატეგორია 3:მაღალფასიანი სეგმენტი – ცნობილი ბრენდები, ძვირიანი ლინზები, მარალხარისხიანი დამზადება.

ოოოო! ეს ყოველთვის არაა სიმართლე. ბრენდი ჩარჩოები შეიძლება აგრეთვე (უფრო ხშირად) დამზადებული იყოს ჩინეთში.

თუ თქვენ გსურთ მიიღოთ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო,

ეს მნიშვნელოვანია!

ჩარჩოს შერჩევისას თქვენ ორიენტირებული ხართ თქვენს გემოვნებაზე (როგორც წესი ის იქნება ხარისხიანი) და პროფესიონალების რეკომენდაციაზე სასათვალე ლინზების შერჩევისას.

ჩარჩოს მაღალი ფასი განპირობებულია მაღალხარისხიანი მატერიალით ან ძვირფასი ქვებით, რითაც გაფორმებულია ჩარჩო ან იგი პოპულარული ბრენდია.

ბრენდ ჩარჩოებს აქვთ თავისი გარანტია. თუმცა უნდა გახსოვდეთ თქვენი უფლებები და აუცილებლად შეინახეთ ჩეკი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

სათვალეების მორგებისას მოხდენილობის და ხარისხის თვალსაზრისით თქვენ გრძნობთ სხვაობას ძვირიან და იაფფასიან ჩარჩოებს შორის. საბოლოო ჯამში თქვენ შეიძლება შეარჩიოთ საკმაოდ ძვირიანი ჩარჩო იმიტომ რომ მოგეწონათ!

თუ თქვენ რთული რეცეპტი გაქვთ ( ასტიგმატური ლინზები, პრიზმები, მაღალი მინუსი ან პლუსი) სასათვალე ლინზები იქნება ძვირი. როგორც წესი ასეთი ლინზები არ არის საწყობში და პროფესიონალი ოპტიკები უკვეთავენ და ჩამოაქვთ 3-4კვირაში. კარგ ოპტიკაში პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე ლინზებზე არ არის დიდი ზედნადები ფასი. აქ ვერაფერს გახდებით, ამგვარი ლინზების დამზადება ნამდვილად ძვირი ჯდება. ექიმი გამოგიწერთ რეცეპტს, რომლის მიხედვით თქვენ მოგიწევთ ძვირიანი ლინზების შეკვეთა.

სასათვალე ლინზების მწარმოებლის შერჩევა. რომელი ჯობია? ფრანგული ESSILOR, გერმანული RODENSTOCK ან KARL ZEISS, იაპონური SEIKO,  და ბოლოს რატომაც არა ჩინური?  ცალსახა პასუხი არ არის. ევროპაში ეს კომპანიები მუდმივად ქმნიან ახალ ტექნოლოგიებს და ჩინელები იმთავითვე ახდენენ მის კოპირებას.

ვიმედოვნებ, რომ ჩემი რჩევები დაგეხმარებათ ოპტიკების სამყაროში სწორად ორიენტირდეთ!

ვიყავი სრულიად გულწრფელი!

არავითარი რეკლამა!

Leave a comment